ENG
cube.svg cube_not_main.svg
arrow_single.svg უკან დაბრუნება
6 ოქტომბერი, 2023

MKD Law-ს გუნდს შემოუერთდა ბატონი ზურაბ ეზუგბაია, როგორც ფირმის მრჩეველი

მოხარულები ვართ გაცნობოთ, რომ 2023 წლის 1 ოქტომბრიდან MKD Law-ს გუნდს შემოუერთდა ბატონი ზურაბ ეზუგბაია, როგორც ფირმის მრჩეველი.

ზურაბ ეზუგბაია ფლობს იურისტის კვალიფიკაციას და გააჩნია  როგორც საჯარო, ასევე კერძო  სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება.

სხვადასხვა დროს ზურაბ ეზუგბაიას ეჭირა მრჩევლის, დირექტორის მოადგილის და სხვა მენეჯერული პოზიციები საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში, საქართველოს ელექტროენერგეტიკის საბითუმო ბაზარში,  სახელმწიფო კანცელარიში. 2001-2003 წლებში ზურაბ ეზუგბაია გახლდათ საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე და საპარლამენტო მდივანი.

ზურაბ ეზუგბაიას საექსპერტო მხარდაჭერა გაზრდის MKD Law-ის გუნდის შესაძლებლობებს. დარწმუნებულები ვართ, წარმატებულ ორმხრივ თანამშრომლობაში ინფრასტრუქტურული, ენერგეტიკული, საჯარო და კერძო თანამშრომლობისა და ფირმის პრაქტიკის სხვა აქტუალური მიმართულებების კუთხით.