ENG
cube.svg cube_not_main.svg
arrow_single.svg უკან დაბრუნება
7 დეკემბერი, 2021

„ემ ქეი დი“ პარტნიორობას გაუწევს პირველ იურიდიულ ფორუმს სახელწოდებით „ევროკავშირი-აღმოსავლეთ პარტნიორობა“

Banner_1024x576

იურიდიული ფირმა "ემ ქეი დი" პარტნიორობას გაუწევს დასავლეთ და ცენტრალურ-აღმოსავლეთ ევროპის იურიდიული წრეებისათვის მნიშვნელოვან ღონისძიებას - First Legal Forum - EU-Eastern Partnership, რომელიც EUCON Legal Group-ის ორგანიზებით 2022 წლის 26-27 მაისს ვარშავაში გაიმართება.

პარტნიორობის ფარგლებში, ფორუმზე სიტყვით წარსდგება "ემ ქეი დი"-ს უფროსი პარტნიორი, ვიქტორ ყიფიანი. ასევე, ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ ფირმის პარტნიორები, მიხეილ გოგეშვილი და სანდრო სამადბეგიშვილი.

ფორუმის მთავარი განსახილველი თემებია: 

•    საერთაშორისო კორპორაციული სტრუქტურირება;
•    საერთაშორისო საგადასახადო სისტემის შტრანსფორმაციის ახალი ერა: რამდენად შეიცვლება ბიზნესი;
•    რა ფინანსური ინსტრუმენტები შეგვიძლია გამოვიყენოთ და როგორ დავიცვათ ინვესტიციები;
•    გონივრული კონკურენცია და პროდუქტიული თანამშრომლობა;
•    კორპორაციული კულტურის განვითარება;
•    in-house მრჩევლები vs. იურდიული კონსულტანტები;
•    უნიკალური მარკეტინგული სტრატეგიების განხორციელება, კლიენტთა ბაზის გაფართოება და ახალ ბაზრებზე შესვლა;
•    ბიზნესის მასშტაბური გაფართოება;
•    იურიდიული ტექნოლოგიები, იურიდიული დიზაინი;
•    საგანმანათლებლო პროექტები;
•    საერთაშორისო რეიტინგები, და აშ.

ღონისძიების მიზანს წარმოადგენს ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის იურიდიული ბაზრის კონსოლიდაცია, რათა შეიქმნას უნიკალური დიალოგის პლატფორმა, რომელიც წამყვანი იურიდიული ფირმების მენეჯერების, იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელების, ექსპერტებისა და კონსულტანტების ერთიანი ძალისხმევით ხელს შეუწყობს იურიდიული ბიზნესის მაქსიმალურ განვითარებას, ასევე იურიდიული კომპანიების წარმატებულ ინტეგრაციას გლობალურ პროცესებში.

დამატებითი ინფორმაციისა და რეგისტრაციისათვის მიჰყევით ბმულს: https://cutt.ly/qYwP6O4