ENG
cube.svg cube_not_main.svg
arrow_single.svg უკან დაბრუნება
12 ნოემბერი, 2021

"ემ ქეი დის" კიდევ ერთი წარმატებული გამოცდილება შერწყმა-შესყიდვის სფეროში

option1-edited

იურიდიულმა ფირმა „ემ-ქეი-დიმ“, ბრიტანულ DWF-თან ერთად წარმატებით წარმოადგინა კომპანია „სინგულარის“ მესაკუთრეები კომპანიის წილების Flutter Entertainment-ზე გასხვისებასთან დაკავშირებულ გარიგებაში, რომელიც როგორც სირთულის, ისე ღირებულების მხრივ, გამორჩეული ტრანზაქცია იყო ელექტრონული თამაშობის სექტორში მიმდინარე წელს.

„სინგულარი“ 2009 წელს დაფუძნდა საქართველოში, არის ყველაზე მსხვილი B2B software დეველოპერული კომპანია საქართველოში, მზარდი ოპერაციებით რეგიონის სხვადასხვა ქვეყნებში.

Flutter Entertainment ერთი-ერთი უმსხვილესი ონლაინ თამაშობის კომპანიაა მსოფლიოში, რომლის ბრუნვამ 2020 წელს 5.9 მილიარდი ევრო შეადგინა.

ფირმის პარტნიორები სანდრო სამადბეგიშვილი და მიხეილ გოგეშვილი წარმოადგენდნენ სინგულარის პარტნიორებს გარიგებაში.