ENG
cube.svg cube_not_main.svg
arrow_single.svg უკან დაბრუნება
11 ივნისი, 2021

იურიდიულმა ფირმამ „ემ ქეი დი“ FMO-ს 34 მილიონი ლარის ობლიგაციების გამოშვებასა და სესხის გაცემასთან დაკავშირებით სამართლებრივი კონსულტაციები გაუწია

jeffrey-blum-7-gaPkhIgqs-unsplash

იურიდიულმა ფირმამ „ემ ქეი დი“ ნიდერლანდების განვითარების ბანკს (FMO) წარმატებით გაუწია სამართლებრივი კონსულტაციები 34 მილიონი ლარის ღირებულების ობლიგაციების გამოშვებასა და სესხის გაცემასთან დაკავშირებით.

ობლიგაციები ტერაბანკმა სრულად შეისყიდა. მათი დაგირავებით ბანკი ობლიგაციების ნომინალური ღირებულების 95%-ს საქართველოს ეროვნული ბანკიდან რეფინანსირების განაკვეთში მოიზიდავს.

FMO-მ ტერაბანკს ლარში დაფინანსებაც გამოუყო, რაც ბანკს საშუალებას მისცემს საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესისათვის ლარის სესხებზე ხელმისაწვდომობა გაზარდოს.

აღნიშნული ტრანზაქცია, FMO-ს წინა ტრანზაქციების მსგავსად, უმნიშვნელოვანესია ადგილობრივი საფინანსო ინსტიტუტების მხარდაჭერისა და, ზოგადად, ქართული კაპიტალის ბაზრის განვითარებისათვის.

ტრანზაქციის დროს ნიდერლანდების განვითარების ბანკს სამართლებრივ კონსულტაციებს იურიდიული ფირმის უფროსი პარტნიორი, ვიქტორ ყიფიანი და იურისტი, ნატალია ბაბაკიშვილი უწევდნენ.

„მოხარული ვართ, რომ FMO-სთან აღნიშნული ტრანზაქცია წარმატებით დავასრულეთ. თიბისი კაპიტალმა და იურიულმა ფირმამ „ემ ქეი დი“ მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს ამ პროცესში,“ - აღნიშნა "ტერაბანკის“ ფინანსური დირექტორმა,  სოფიო ჯუღელმა

„ჩვენ, „ემ ქეი დი“-ს გუნდი ვამაყობთ, რომ კიდევ ერთი გარიგება კვლავაც წარმატებით დავასრულეთ და სიამოვნებით გავაგრძელებთ ნიდერლანდების განვითარების ბანკთან არსებულ გრძლევადიან და ნაყოფიერ თანამშრომლობას“, - განაცხადა ვიქტორ ყიფიანმა.