ENG
უკან დაბრუნება
20 მარტი, 2021

საერთაშორისო იურიდიული ცნობარი Chambers and Partners იურიდიულ ფირმას “ემ ქეი დი“ კვლავ მაღალ შეფასებას აძლევს

გამოქვეყნდა საერთაშორისო იურიდიული ცნობარი Chambers and Partners 2021 წლის რეიტინგი, რომლის მიხედვითაც იურიდიულმა ფირმამ „ემ ქეი დი“ კვლავ მაღალი შეფასება დაიმსახურა.

ფირმას ზოგადი ბიზნესის პრაქტიკის სფეროში რეკომენდაციას უწევენ დირექტორიის გზამკვლევები - Chambers Global და Chambers Europe.

ცნობარის თანახმად: “[ემ ქეი დი] წარმოადგენს საიმედო და სოლიდურ გუნდს, რომელსაც ბაზარზე შევლისა და გასვლის საკითხებზე, M&A და ფინანსურ ტრანზაქციებზე მუშაობის დიდი გამოცდილება გააჩნია. ასევე, წარმატებით გასცემს სამართლებრივ რჩევებს ზოგად კომერციულ საკითხებთან დაკავშირებით. ფირმა აქტიურადაა ჩართული კაპიტალის ბაზართან დაკავშირებულ პროექტებში და კერძო საინვესტიციო ფონდებიც ხშირად მიმართავენ. სამართლებრივ თანხლებას უწევს რეგულირებად სექტორში მომუშავე გლობალურ კომპანიებსა და საერთაშორისო განვითარების ბანკებს. [ემ ქეი დი] გამოირჩევა ენერგეტიკის, სამშენებლო და ფარვაცევტული სექტორის წარმომადგენელი კლიენტებისათვის სამართლებრივი რჩევების გაცემით და არაერთი საერთაშორისო განვითარების ბანკის კონსულტირებით. მათი კლიენტების სიაში არიან ტურიზმისა და ტრასპორტირების სფეროს წარმომადგენლები.  ფირმა ხშირად თანამშრომლობს საერთაშორისო იურიდიულ ფირმებთან. “

საერთაშორისო დირექტორია, აგრეთვე, მაღალ შეფასებას აძლევს „ემ ქეი დი“-ს უფროს პარტიორებს, ვიქტორ ყიფიანსა და არჩილ კბილაშვილს. 

ვიქტორ ყიფიანი კვლავ უმაღლესი თანრიგის პრაქტიკოს იურისტადაა აღიარებული. “იგი უაღრესად გამოცდილი იურისტია კორპორაციული ბიზნესის სამართლის სფეროს სხვადასხვა მიმართულებით. მისი პრაქტიკა მოიცავს კაპიტალის ბაზრის, ფასიანი ქაღალდების გამოშვებისა და ზოგადი ფინანსირების საკითხებს.“

ცნობარი „ემ ქეი დი“-ს უფროს პარტნიორს, არჩილ კბილაშვილს გამოარჩევს „კომერციული და სისხლის სამართლის, განსაკუთრებით თაღლითობასთან დაკავშირებულ დავებში გამორჩეული გამოცდილებისათვის. ერთ-ერთი კლიენტის შეფასებით, „იგი ყველა დეტალის მიმართ ძალიან ყურადღებიანია.“

Chambers and Partners მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული იურიდიული დირექტორიაა, რომელიც 200 იურისდიქციის მასშტაბით საუკეთესო იურისტებისა და იურიდიული ფირმების რეიტინგს ადგენს, როგორც კოლეგებსა და კლიენტებთან გასაუბრების საფუძველზე, ასევე თავად იურიდიული ფირმების მიერ მიწოდებული ინფორმაციის მიხედვით. 

ჩვენ ვაფასებთ ამ აღიარებას, რომელიც პროფესიონალიზმის დონის კიდევ უფრო მეტად ამაღლების სტიმულს გვაძლევს.