ENG
უკან დაბრუნება
14 ივლისი, 2016

იურიდიულმა ფირმამ მგალობლიშვილი ყიფიანი ძიძიგური (MKD) ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს იურიდიული კონსულტაციები გაუწია საქართველოში პირველი საჯარო ობლიგაციების გამოშვებასთან დაკავშირებით

ცვალებადი საპროცენტო განაკვეთის მქონე ობლიგაციების ვადიანობა ხუთი წლით განისაზღვრა. ობლიგაციების საპროცენტო განაკვეთი მიბმულია საქართველოს ეროვნული ბანკის სამთვიანი სადეპოზიტო სერთიფიკატის განაკვეთთან.  ეროვნული ბანკის აუქციონის შემდეგ სამთვიანმა კუპონმა  6.45 პროცენტი შეადგინა.

საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის მიერ ლარით დენომინირებული ფასიანი ქაღალდების პირველ, კერძო განთავსებას ადგილი ჰქონდა 2014 წელს, მეორედ ეს 2015 წელს მოხდა, მესამე შემთხვევის დროს კი პირველად განხორციელდა საჯარო ობლიგაციების განთავსება საქართველოს საფონდო ბირჟაზე.  MKD-ს გუნდს (პირველ რიგში ვიქტორ ყიფიანსა და ნატალია ბაბაკიშვილს) წილად ხვდა პატივი  კონსულტაციები გაეწია EBRD-თვის ობლიგაციების გამოშვების პირველივე შემთხვევიდან.

ზემოთაღნიშნული ობლიგაციების გამოშვება, რომელიც გარდამტეხ მოვლენას წარმოადგენს, MKD-ს პროფესიულ პორტფოლიოს კაპიტალის ბაზრების სფეროში კიდევ უფრო შთამბეჭდავს ხდის. ფირმა იურიდიული მრჩევლის სტატუსით კონსულტაციებს უწევს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს ქვეყანაში ფასიანი ქაღალდების თითქმის ყველა ტრანზაქციის დროს.